ჭიათურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავარძეთში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 5 დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი და პოლიცია 25 წლის ზურაბ ბერიძეს აქამდე უშედეგოდ ეძებდნენ, დღეს კი მისი დამწვარი გვამი ტყის პირას იპოვეს. ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები