ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წელი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

ბოლნისში, დიდი ქართველი მწერლის, მეიგავის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წელი, “საბაობა 2018” სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში ბონდო კობაძის წიგნის – “სულხან-საბა ორბელიანი 360” პრეზენტაციით გაგრძელდა.

“საბაობა 2018” ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – „სიბრძნე სიცრუისა“ დასრულდა. მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების სიბრძნე შესანიშნავი ოსტატობით გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები