ხაშურში დანით ორი პირი დაჭრეს – ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით ორი პირი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის დაახლოებით 35 წლამდე ასაკის მამაკაცია და მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავე, თუმცა, ამ დრომდე დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები