ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, როდესაც მას ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს და თანხა გამოსძალა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავეების დასაკავებლად, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები