ირმა ინაშვილი: არ არის საჭირო, იქ შეიქმნას დაძაბული ვითარება, სადაც სტაბილურობა, სიწყნარე და მშვიდი ვითარებაა (ვიდეო)

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ჩართვაში, რუსთავში პატიმარი ქალების შიმშილობას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თუ ეს ყოველივე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება, აუცილებლად გამჟღავნდება. მისივე თქმით, არ არის საჭირო, იქ შეიქმნას დაძაბული ვითარება, სადაც სტაბილურობა, სიწყნარე და მშვიდი ვითარებაა. ინაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთ ჰუმანიზაციის პოლიტიკას ახორციელებს ციხეებში მინისტრი კახი კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობენ და ითხოვენ, რომ „ადამიანთა უფლების დაცვის ცენტრმა“, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის და კონკრეტულად, ქალთა შემოწმების შესახებ, დაწესებულების დირექტორს ბოდიში მოუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები