საქართველოს პატრიარქი ევროპარლამენტარებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სახალხო პარტიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟან ოლბრიხტი ხელმძღვანელობდა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორემ სტუმრებს ვიზიტისთვის და საერთაშორისო დონეზე საქართველოსთვის ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტარებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დიდია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის როლი კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ამასთან, საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცების იმედი და სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები