ქუთაისი-ბარსელონას რეისი თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემის გამო გაუქმდა

დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-ბარსელონას რეისი, თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემის გამო გაუქმდა.

როგორც “კვირას” ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს, ქუთაისი-ბარსელონას რეისი W6 641, რომელზეც 162 მგზავრი იმყოფებოდა, კომპანია WIZZAIR-ის გადაწყვეტილებით გაუქმდა. მათივე ინფორმაციით, მგზავრები ამჟამად აეროპორტში, შესაბამის ზონაში არიან გადაყვანილნი.

“ქუთაისი-ბარსელონას რეისი, თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ განხორციელდა. ჩვენთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ კომპანია WIZZAIR-ი. შესაძლოა, დამატებითი რეისიც დაინიშნოს, თუმცა ეს ჯერჯერობით უცნობია. რეისზე 162 მგზავრი იმყოფებოდა და აეროპორტმა ისინი სპეციალურ ზონაში განათავსა”, – აცხადებენ აეროპორტში.
როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ბორდზე ჩასხდომის შემდეგ, მგზავრებს გამოუცხადეს, რომ თვითმფრინავის ძრავი გაფუჭდა და მოქალაქეები უკან გამოუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები