ლევან არველაძე ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავებას ეხება. ლევან არველაძე მერიის გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. ვინაიდან, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მთავარ გამოწვევას ავტოტრანსპორტი წარმოადგენს, მისასალმებელია ქალაქის მერის გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში მუნიციპალურ და იურიდიულ პირთა დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმება და რეგლამენტაცია მოხდეს. საზოგადოებას და კერძო მესაკუთრეებს მაგალითი პირველ რიგში ქალაქის მერიამ უნდა მისცეს”,- განაცხადა ლევან არველაძემ.
ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გეგმის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები