გიორგი აბაშიშვილმა ზუგდიდში სტარტაპ-კვირეული გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ზუგდიდში სტარტაპ-კვირეული გახსნა.
კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თი-ბი-სი“ ბანკს შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
კვირეულის მიზანია ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ-ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.
„მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ-კვირეული იმართება საქართველოს რეგიონში – ზუგდიდში, ვინაიდან ჩვენ უკვე გვქონდა სტარტაპ-კვირეული ორგანიზებული თბილისში, კრინიცას ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს სტარტაპერების მხარდაჭერა.
სტარტაპ-კვირეული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ სტარტაპერებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ იდეები და მოიზიდონ დაფინანსება საკუთარი სტარტაპებისთვის”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს სტარტაპ-კვირეულების მხარდაჭერას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები