„სარფთან“ კლდის ნაწილი ჩამოიშალა – ქართულმა მხარემ თურქეთის თხოვნით სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა

„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე  მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე)  დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება“,- აცხადებენ შსს-ში.

თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები