ნინო ლომჯარია: პრემიერი დამპირდა, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად, თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავს

პრემიერ-მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

„მსურს დამატებითი განმარტებები გავაკეთო ჩვენი ოფისის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით: პრემიერ- მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.
სამწუხაროდ ჯერ კვლავ ვერ მოიძებნა ისეთ ნაგებობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი გრძელვადიანად, ქირის გარეშე შეძლებს გადასვლას. ჩვენ ვიყავით და ვართ თანახმა ნებისმიერ ფართზე, ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც დააკმაყოფილებდა აპარატის ნორმალური ფუნქციონირების საჭიროებებს. ერთ-ერთი შენობა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, ძლიერ დაზიანებული და ავარიული აღმოჩნდა, რაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა.
შესაბამისად, ძიების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვართ პარასკევის მოლოდინში. იმედია, ორშაბათიდან თუნდაც ნაწილობრივ შევძლებთ საქმისწარმოების აღდგენას, უახლოეს კვირებში კი, შეუფერხებლად შევძლებთ მოქალაქეთა მომსახურებას“, – წერს ნინო ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, აპარატის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები