გახარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე: როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დროისთვის 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან – დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები