სოფიო ქაცარავა: “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიის აღსრულება ისე უნდა განხორციელდეს, რომ შედეგიანი იყოს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მიიჩნევს, რომ “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიის აღსრულება ისე უნდა განხორციელდეს, რომ შედეგიანი იყოს. როგორც მან აღნიშნა, იმ პირებმა, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულს ჩადიოდნენ, პასუხი უნდა აგონ.
“სიის შინაარსი და მიზანი ყველამ ძალიან კარგად იცის. პირებს, რომლებიც წლების მანძილზე დანაშაულს ჩადიოდნენ, პასუხი უნდა გაეცეს. წარმოდგენილი სიაც ამ მიზანს ემსახურება. ოპოზიციის შეფასებები მოვისმინე და ვფიქრობ, რომ ამ საკითხს უფრო ადეკვატურად და რეალისტურად უნდა მივუდგეთ. სიის აღსრულება ისე უნდა განვახორციელოთ და ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს”, – განაცხადა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, მთავრობის დადგენილების პროექტი, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა. დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა. ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალა. „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ 33 პირია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები