თავდაცვის სამინისტროში სამხედროების გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიისას, თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ.
როგორც “კვირას” სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და დაშავებული მათი თანამშრომლები არიან. უწყების ცნობით, „შკოდას“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, მათი საკუთრებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამშრომლები ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.
შეგახსენებთ, დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები