აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით 220 ათას ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა;  ცივი შესხურებით – 7 ათასამდე ჰექტარი, ხოლო ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური.

სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების გარე პერიმეტრებს ამუშავებს. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება.

ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას უშუალოდ წამლობის დაწყებამდეც აფრთხილებენ.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: parosana.ge ცხელი ხაზი: 15 01

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები