არჩილ თალაკვაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშილის სიას, შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს თუ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შესაბამის ფორმატებში სანდო მონაცემები იქნება.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული სია მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს ეხებათ და არა აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას.
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ არის საბოლოო, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებიც დაემატოს თუ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შესაბამის ფორმატებში სანდო მონაცემები გვექნება.
ჩვენთვის პრინციპულია, რომ მთავრობამ სიაში, როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობებში ბრალდებული, მსჯავრდებული და თანამონაწილე პირები შეიყვანა.
ეს სია არ ეხება არც აფხაზეთში და არც ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას, არც ოჯახებს და არც ნათესავებს – სია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის, 33 ადამიანს სანქციები ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები