თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და შანშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების და სამგორი-I დასახლების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, ჭრებალოს, ულიანოვის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ალექსანდრე მანაგაძის, ჩიქვანაიას, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ჯავახიშვილის, ტურგენევის და საბჭოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, მუხრან მაჭავარიანის, შმიდტის, საირმის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის, კაპანელის, ნუცუბიძის, ჭილაიას, ბუდაპეშტის, მარუშიძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ალასანიას, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ალმასიანის, ზემო ვეძისის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის, ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ლევანდოვსკის, მეგრელიძის და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ნოდარ ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, სამგორის ჩიხის, ნადარეიშვილის, ჩაჩუას, ჯავახეთის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ოსიპ მანდელშტამის, ნოე რამიშვილის, ლაღიძის, ვარკეთილის, ზაქარია მხარგრძელის, ხვედელიანის, შანდორ პეტეფის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები