სოფო კილაძე: ყოვლად დაუშვებელია ომბუდსმენის ოფისის მუშაობის შეწყვეტა

ყოვლად დაუშვებელია სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის შეწყვეტა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატი ალტერნატიული ფართით უზრუნველყონ.
“მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით”,-განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები