მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებას აპირებენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებას აპირებენ. ამის შესახებ სოფელ დუისში შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ თავად განაცხადეს. მათი თქმით, პროტესტი შედეგის დადგომამდე აუცილებლად გაგრძელდება.
ზვიად კუპრავას განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს, ფორმასა და ადგილს საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.
„საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოხატონ აზრი და მოვიდნენ აქციაზე, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, აქციაზე მისვლის უფლება მათაც აქვთ, რადგან ისინიც საზოგადოების ნაწილი არიან. თუმცა, პოლიტიკოსები არ იქნებიან ორგანიზატორები, აქციის ორგანიზატორები მალხაზი და ზაზა იქნებიან“, – განაცხადა კუპრავამ და აღნიშნა, რომ აქციები სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები