ზაზა სარალიძე: ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე და თუ კაცია, გაასაჯაროოს რას ვწერდი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საქმის პროკურორთან, ზვიად ფხაკაძესთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, შეტყობინებების გაგზავნა დაადასტურა. როგორც მან განმარტა, პროკურორს შეტყობინება იმ დროს გაუგზავნა, როდესაც ის სხდომაზე მ.კ.-სთან დაკავშირებით საუბრობდა.
„თუ კაცია, გაასაჯაროოს ზვიად ფხაკაძემ, რას ვწერდი. ვაგინებდი ადრეც და ისევ შევაგინებ ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებელს, რომ ვნახავ, პირადადაც შევაგინებ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კალანდიას რომ ამართლებდა, მაგ დროს ვწერდი. გინება მუქარა არაა და თუ ეგ მუქარაა, იყოს მუქარა“, – აცხადებს სარალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები