გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ოკუპაციის მუზეუმის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია და სოფლის რწმუნებული ბადრი ხუნჯგურუა ესწრებოდნენ.
ოკუპაციის მუზეუმი ხურჩაში იმ შენობაში გაიხსნა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკაა, რომელიც ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლდა და აღიჭურვა.
მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის “ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში” ფარგლებში შეიქმნა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
„ზუსტად, ერთი წლის წინ, ხურჩაში ვიზიტისას დაიბადა იდეა, რომ ხურჩაში გახსნილიყო ოკუპაციის მუზეუმი, ვინაიდან ეს ადგილი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული, სიმბოლური დანიშნულებისაა. ხურჩაში, ერთერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ინციდენტი- ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, სწორედ ოკუპაციის მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მოხდა და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა აქ მცხოვრებმა და ამ სოფლის სტუმარმა, იცოდეს მეტი ოკუპაციის შესახებ, მუდმივად არსებობდეს ოკუპაციაზე დისკუსიის სივრცე. ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით არაერთი ოკუპაციის მუზეუმი გავხსენით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები