შშმ ვეტერანები დაბა ქობულეთში დაისვენებენ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ასევე “ვეტერანების დასაქმების და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის” მხარდაჭერით, გორის რაიონში მცხოვრები 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი დაბა ქობულეთში 10 დღით დაისვენებს.
პროექტის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს ეკუთვნის. მას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა.
“დღეს ვახორციელებთ სოციალურ პორექტს გორის მუნიციპალიტეტის ვეტერანებისთვის, რომელიც მოიცავს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ვეტერანებისათვის, დაბა ქობულეთში, საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურებას. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭიროებით, რაც გათვალისწინებულია კონკრეტული პროექტით.
ეს გახლავთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივა, კონკრეტულად მერის, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილის, რისთვისაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. იმედი მაქვს, გაგრძელდება მსგავსი პროექტები და სამაგალითო იქნება დანარჩენი მუნიციპალიტეტებისათვის“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა, ამურ რევიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები