რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მამაკაცი შესაძლოა მტკვარში საბანაოდ ნასვამ მდგომარეობაში შევიდა, რის გამოც მან გამოსვლა ვერ მოახერხა.
შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები