დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, ვასო გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმი I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და როსტევანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, დელისის I ქუჩის, დელისის, აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზაქარიაძის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ინტენსიფიკაციის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის და გაზაფხულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, არაგვისპირელის და ემილ ვერჰარნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ბოლო აღმართის, წავკისის და ოქროყანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ასათიანის და შალვა დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, კაკაბეთის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები