გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N41-42-43 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათება.
გლდანის ლუწ მიკრორაინში კი, ოთხ მისამართზე, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, გმირი კურსანტების მეორე შესახვევის N3 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი“, სპორტული მოედნების სამუშაოებს კი, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.
მეორე მიკრორაინის N31, ასევე, მე-4 მიკრორაიონის N93-94 და „ა“ მიკრორაიონის N1, N58-68 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე საბავშვო-გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, გულია გოცირიძესა და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები