ზესტაფონში, 26 მაისის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

ზესტაფონში, 26 მაისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქუჩა დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 74 ათასი ლარია. სამუშაო შპს „საპოვნელას“ დღეს უნდა დაესრულებინა.
„345 მეტრ სიგრძეზე დაიგო ასფალტის ორი ფენა. ასევე, გაკეთდება ერთ–ერთი ჩიხი, რომელიც პროექტში გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ მოსახლეობის თხოვნით კეთილმოეწყობა“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ.
„ქუჩის რეაბილიტაცია ზუსტ ვადაში ვერ დასრულდა, მაგრამ მაქსიმალურად ხარისხიანად და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით კეთდება. იმედი გვაქვს კომპანია დაჩქარებული ტემპით დაასრულებს დარჩენილ სამუშაოს“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები