მამუკა ბახტაძე: აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც გამოსწორებას უმოკლეს ვადაში მოითხოვს

„აჭარაში არსებობს საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში საჭიროებს გამოსწორებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აჭარა არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მისი ლოკომოტივი.
„შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია. ეკონომიკური აქტივობა და რეფორმები, რომლებიც აჭარაში უნდა განვახორციელოთ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აჭარა არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მისი ლოკომოტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვხედავდეთ დინამიურ პროცესებს ამ ჩვენს ულამაზეს კუთხეში. აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება. დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები