„ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს”

„ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნული გზის გახსნა მოსახლეობას მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს ტურისტული პოტენციალი უკეთ გამოვიყენებაში დაეხმარება.
„პირველ რიგში მსურს, პროფესიული დღესასწაული მივულოცო ჩვენს მეზღვაურებს, განსაკუთრებით კურსდამთავრებულებს. მეზღვაურის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელსაც განტმკიცება და განვითარება სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენ განათლება გამოვაცხადეთ უპირობო და უალტერნატივო პრიორიტეტად, აქედან გამომდინარე, ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ამასთან ერთად, მინდა, ყველას მივულოცო ქობულეთში მეორე 18 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალი უკეთ გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის ის, რომ ტრანზიტული მანქანები ფაქტობრივად ტურისტულ ზონაში მოძრაობდნენ. დღეიდან უკვე ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე 18 კმ-იანი მონაკვეეთი ბათუმამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ამავე დროს, რომ ჩვენ დამატებითი ბიძგიმივცეცთ ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას აჭარაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი დაკავშირებულია ფაქტობრივად ყველა სოფელთან, რომელიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობს. ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ტურისტების მხრიდან არა მხოლოდ ჩვენი ზღვისპირა ტურისტული ინფრასტრუქტურით, არამედ ტურიზმის ზრდით აჭარის სოფლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები