“ტრაილერს, რომელიც წეროვანთან მიკროავტობუსს შეეჯახა, ნასვამი თურქი მძღოლი მართავდა”

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, რომ დიდი სისწრაფით მოძრავ ტრაილერს, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა, ნასვამი თურქი მძღოლი მართავდა.
მათივე ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.
შეგახსნებთ, რომ წეროვანთან მომხდარი ავარიის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები