გიორგი აბაშიშვილმა ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმს ეწვია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის “ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში” ფარგლებში, შეიქმნა.

პროექტს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავცდით ოკუპაციის ხაზს და მუზეუმი გაიხსნა ლანჩხუთში. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ, არამედ ამის შესახებ იცოდეს მთელმა საქართველომ. სამწუხარო სიმბოლოა, რომ ეს ყველაფერი ხდება რუსული აგრესიის ათი წლისთავზე. ფაქტია, რომ არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, არამედ საქართველოს ყველა რაიონში, ყველა სოფელში, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე განიცადა და განიცდის ამ ოკუპაციას. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, არასოდეს შეწყდეს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლანჩხუთელებს აი ამ შესანიშნავი ინიციატივასთან შემოერთებისათვის”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მუზეუმის გახსნას ესწრებოდა ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწალეები;

აღინიშნა, რომ მუზეუმის ტერიტორია გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროექტებისთვის, გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრები და საჯარო ლექციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები