ბათუმში, მაშველმა მოზარდი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა (ვიდეო)

ბათუმში, მაშველმა 15 წლის მოზარდი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„მოზარდი ზღვის სანაპიროდან 30-40 მეტრის მოშორებით იყო შესული და დახმარებას ითხოვდა. ჩვენმა მაშველმა გიორგი მიხნომ 15 წლის ბიჭი წყლიდან უსაფრთხოდ გამოიყვანა და გადაარჩინა“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები