ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ზეგავლენას მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით,  ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს.

ჯგუფის წევრები სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას   გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას. მონიტორინგის ჯგუფის წევრების  შეფასებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას უსაფრთხოების წესების დაცვასა და  მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდება  ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს; წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით.

მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს ასევე ქიმიური წამლობის ზეგავლენას გარემოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები