წეროვანთან მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ – დაშავდა 13 ადამიანი

წეროვანთან მომხდარი ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები