“ალდაგმა“ კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ” სასამართლოში სარჩელი შეიტანა

“სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაწყებული აქვს სასარჩელო წარმოება კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ” – ამის შესახებ ნათქვამია სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.
როგორც „ალდაგში“ აცხადებენ, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ „გმობს და ემიჯნება ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას“.
„კვირა“ სადაზღვევო კომპანიის მიერ გაბრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ვწუხვართ კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებული მოვლენების გამო და მიგვაჩნია, რომ კომპანია „სვეტი“, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ვალდებულია, იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი და უზრუნველყოს მის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გმობს და ემიჯნება ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც აქამდე, ღიად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ უწყებასთან და პასუხი გავცეთ ყველა იმ კითხვას, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შესაძლებელია არსებობდეს. ჩვენ „სვეტთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვმოქმედებდით სახელშეკრულებო უფლებამოსილების ფარგლებში, სანამ კომპანია „სვეტის“ მიერ, ვადამდე არ იქნა შეწყვეტილი შესაბამისი ხელშეკრულებები. მიმდინარე ეტაპზე, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაწყებული აქვს სასარჩელო წარმოება კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც მასობრივი მედიის საშუალებით, ავრცელებს ინფორმაციას და აკეთებს მითითებას, რაიმე სახის უკანონო ქმედებაში, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ შესაძლო მონაწილეობაზე, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისგან“, – აცხადებენ „ალდაგში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები