მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი CERN-ის გენერალურ დირექტორს შეხვდებიან

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 25-26 ივნისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) ეწვევიან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი ენერგიის ფიზიკაში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია.
ჟენევაში მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი შეხვდებიან CERN-ის გენერალურ დირექტორს, ფაბიოლა გიანოტის, დირექტორთა საბჭოს წევრებს და იქ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, სადაც CERN-თან ურთიერთობის გაღრმავებასა და ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესაძლებლობაზე ისაუბრებენ.
მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი დეტალურად გაეცნობიან CERN-ში ქართველი მეცნიერების ჩართულობით მიმდინარე ყველა ძირითად ექსპერიმანტალურ პროექტს, მათ შორის „ატლასის” ექსპერიმენტის მიმდინარეობას.
„ჩვენ ვისაუბრებთ CERN-თან ურთიერთობის გაღრმავებაზე, ქართველი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების CERN-ში ვიზიტების მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხება ორგანიზაციაში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივას, რაც ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს, უკვე საქართველოს სახელით ჩაერთონ მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევებში”, – აცხადებს მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები