რუსთავში, მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან, 32 წლის ქალი გადმოვარდა.
როგორც ცნობილია, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები