ბათუმში, ქორწილში 100-მდე ადამიანი მოიწამლა

ბათუმში, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში გამართულ ქორწილში 100-მდე სტუმარი მოიწამლა. ისინი ქალაქის სხვადასხვა კლინიკაშია გადაიყვანეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მათი ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოებში ამ დრომდე განაგრძობს. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. პაციენტებს პირღებინება და დიარეა აღენიშნებათ.

კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები