შს სამინისტროს ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის პროექტის მონაწილეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „ბანაკი პოლიციაში“ ფარგლებში, როგორც რეგიონის, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასის 30 მოსწავლეს უმასპინძლა.

როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მოსწავლეები და 6 სამართალდამცველი, რომლებიც სკოლებთან „სამართლებრივი კულტურის“ სასწავლო კურსის ფარგლებში თანამშრომლობენ, საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ.

პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, სტუმრები ჩართული იყვნენ სხვადასხვა პრაქტიკულ და თეორიულ აქტივობაში.

ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის, სამართალდამცველების უფლება-მოვალეობების, მათი ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, ასევე, საზოგადოების პოლიციასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, რასაც  დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, დიდი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები