გარბენი “თბილისის” გამო, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 ივნისს, გარბენი “თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება.
აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე. 24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე, ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები