ალექსანდრე ხუჯაძემ სანზონის მოსახლეობასთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო დაასუფთავა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მე-20 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხუჯაძემ სანზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო დაასუფთავა. დასუფთავების აქცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით განხორციელდა. საკრებულოს წევრის განცხადებით, თბილისის ზღვა ზაფხულის პერიოდში ყველაზე მეტად მოთხოვნადი ადგილია, ამიტომაც დასუფთავების აქციის ჩატარება სწორედ აქ გადაწყდა.
„ვფიქრობ, რომ ნაძალადევის რაიონი თბილისში რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ დახმარებით, თბილისის ზღვის ტერიტორია დაგვესუფთავებინა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სანზონაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, – განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები