ჩერნოვეცკის ფონდსა და საბავშვო თეატრ „მეორე სახლს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ „მეორე სახლის“ თეატრალურ წარმოდგენებში. ამას ითვალისწინებს ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც ფონდის ცენტრალურ ოფისში გაფორმდა. მას ხელი ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა, ელენე პოლიშუკმა და თეატრ „მეორე სახლის“ ხელმძღვანელმა, როლანდ ქარდავამ მოაწერეს .
„ეს არის შესანიშნავი საბავშვო თეატრი, სადაც მოზარდები ეზიარებიან თეატრალურ ხელოვნებას და ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩვენს აღსაზრდელებსაც ეძლევათ შანსი, არა მარტო პერიოდულად დაესწრონ სპექტაკლებს, არამედ საკუთარი ნიჭიც გამოავლინონ“, – აღნიშნა ელენე პოლიშუკმა.
როლანდ ქარდავას თქმით, „მეორე სახლი“ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს, რომლის შემოსავალიც მთლიანად გადაერიცხებათ ფონდის ბენეფიციარებს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე თეატრია, რომელთანაც ჩერნოვეცკის ფონდმა მემორანდუმი გააფორმა. ამა წლის მარტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს, ფონდსა და გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები