კახა კალაძე: წარმოვადგენთ კონკრეტულ ხედვას, გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს

„რამდენიმე დღეში, ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ ხედვას, გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში ძველი და მიტოვებული შენობების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„მინდა, ასევე, შევეხო, საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას: ქალაქში გვაქვს მიტოვებული მშენებლობები. ყველა რაიონში არსებობს ასეთი მშენებლობები, სამწუხაროდ, და იწვევს ორ პრობლემას – ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც წარმოადგენს პრობლემას – არის ანტისანიტარია, ნაგავი, ქვეწარმავლების ბუდე და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და მისი მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ ხედვას, გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა ქალაქში იქნეს მოგვარებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები