გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას, 24 ივნისს, პირველად, გარბენი „თბილისი“ გაიმართება, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, მათ შორის სპორტსმენებსაც.
მერიის ინფორმაციით, გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება, აქედან გამომდინარე, 24 ივნისს, ავტობუსები 07:00-დან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ.
მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები