ზუგდიდში კაფე “ალერტი” დააყაჩაღეს

ზუგდიდის ცენტრში კაფე “ალერტი” დააყაჩაღეს. მოქალაქის ინფორმაციით, კაფეში მამაკაცი ცეცხსასროლი იარაღით შეიჭრა და თანხა გაიტაცა. მისივე ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ კაფე დააყაჩაღა, აღნიშნული ობიექტის კლიენტი იყო.
“ეს კაცი ერთი კვირაა აქ დადის. დღესაც გოგოებთან მისულა სალაროსთან და უთქვამს, ფული მჭირდება ხვალამდე და მასესხეთო. არ მიუციათ და როგორც მითხრეს, მოგვიანებით იარაღით შევარდნილა. ისეთ დროს არის შესული, ძალიან, რომ წვიმდა. ხმაური არ გაგვიგია”, – აღნიშნა მან.
შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები