ბესელია ბოკერიას: იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი

“ბატონო გიგა, ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი”, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას.

მან ბოკერიას შეახსენა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია მხოლოდ სამი თვითთა შექმნილი და ის უმრავლესობაში სწორედ ამდენი ხანი იქნება.

„ეს დროში ძალიან შემოსაზღვრული მოცემულობაა. ნუ დაიჯერებთ, რომ მართლა უმრავლესობაში ხართ, ეს ხშირად გაიხსენეთ ხოლმე. შეიძლება ისე დაიჯეროთ, რომ მერე სულ აგერიოთ ხოლმე ვერტიკალები. ამიტომ გახსოვდეთ, რომ დროებითია ეს თქვენთვის. პირდაპირ წერია, რომ ეს სამი თვით არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები