გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას,  24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის სპორტსმენებსაც.

“გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით”,-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები