ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილთა ეკლესიური წესის აღსრულებაზე, სპეციალური კომისია იმსჯელებს

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სინოდის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილთა ეკლესიური წესის აღსრულებაზე სპეციალური კომისია იმსჯელებს.
“სხდომაზე წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ და დადგინდა, რომ უნდა შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად”, – აღნიშნულია სინოდის სხდომის ოქმში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა, მიმდინარე წელს პირველად გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე წმინდა სინოდმა აქტუალური თემები განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები