შსს „ბასიანის“ ოფისში ჩხრეკის ჩატარებას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ „ბასიანის“ ოფისში ჩხრეკის ჩატარებას არ ადასტურებს. ამის შესახებ „კვირას“ უწყების პრესამსახურში განუცხადეს.

„არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, „ბასიანის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა, – „ბასიანის“ ოფისში შსს შემოვიდა, ჩხრეკენ ოფისს, მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები