მამუკა მდინარაძემ ზაზა სარალიძეს არასრულწლოვნების ფარულ ჩაწერაზე კითხვა დაუსვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრაზე კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის კითხვას, რომელიც ზაზა სარალიძის და ზვიად კუპრავას მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, რომლის ნაწილიც ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში გავიდა, გადაეცა თუ არა გამოძიებას, ზაზა სარალიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებისთვის არ მიუწოდებია, რადგან მათი მხრიდან ამ საკითხზე დაინტერესება არ ყოფილა.

„მე და კუპრავამ ერთად ჩავწერეთ. კუპრავას ვთხოვე და ჩავწერეთ. მე რატომ უნდა მიმეწოდებინა გამოძიებისათვის თვითონ თუ არ მომთხოვა. აღარ ვენდობოდი პროკურორებს. ჩემი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წეღან რომელი ბავშვებიც დავასახელე, მქონდა ინიციატივა, რომ ჩამეწერა კიდევ სხვები და შემეჯამებინა შემდეგ რა იქნებოდა და ვინ რას ისაუბრებდა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დროებითი საგამოძიებო კომისია დაზარალებულთა ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები