ზესტაფონს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ საჩუქრად დასუფთავების სპეცტექნიკა გადასცა

„ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც არაერთი სასიკეთო საქმის ინიციატორია, ამჯერედაც შეასრულა დანაპირები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, დასუფთავების სპეციალური ტექნიკა – HOWO-ს ფირმის მანქანა გადასცა. სპეცტექნიკის ღირებულება 103 137, 65 ლარია და ძირითადად ქალაქის დასუფთავებას მოემსახურება.
როგორც „კვირას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქალაქის მერმა, კახაბერ მახათაძემ, კომპანიის ხელმძღვანელობას ქალაქზე ზრუნვისთვისა და გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა ვასილ გველესიანმა კი აღნიშნა, რომ კომპანია არასოდეს გაურბის პასუხისმგებლობას და ქალაქის წინაშე ვალდებულებას.
„ყოველთვის შევიტანთ ჩვენს წვლილს ქალაქის განვითარებაში და ამას სიხარულით გავაკეთებთ, რადგან ზესტაფონი ჩვენი ქალაქიცაა და მუდმივად ვგრძნობთ მის მიმართ პასუხისმგებლობას“, -განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები